Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე  და 23-ე მუხლების  პირველი  პუნქტების, „საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14   მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-8   პუქტის  „ა“  და   „პ“   ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,   მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ზ“   და   „პ“   ქვეპუნქტებისა   და   აკადემიური,     სამეცნიერო   და   მასწავლებელთა პერსონალის  მიერ  დისციპლინისა          და       ეთიკის       ნორმების       დარღვევის შემსწავლელი   მუდმივმოქმედი   კომისიის  თავმჯდომარის  2021  წლის  16  მარტის N4492/10-02  და  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათ  ფაკულტეტის  დეკანის  2021  წლის  22 მარტის N4917/27 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის
16 ივნისის N09/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესში და წესის მე- 2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:
,,ი) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი“.
2.  დაევალოს   კანცელარიას   ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    შეიძლება გასაჩივრდეს   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   და   ვადებში,   ქ.   თბილისის საქალაქო  სასამართლოში,  მისამართზე  -  ქ.  თბილისი,  დავით      აღმაშენებლის ხეივანი,    მე-12    კილომეტრი    N6.
5. ბრძანება  ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე